ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 ექსპერიმენტი: როგორ მივიღოთ წებო რძისაგან

პროექტი ინტეგრირებული იყო ბიოლოგიასთან, ფიზიკასა და მათემატიკასთან. ექსპერიმენტი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებიდანაც იგრძნობოდა ცნობისმოყვარეობა და დაინტერესება. უსაფრთხოების წესების გათვალისწინებისა და საჭირო ხელსაწყოების მოშველიების პარალელურად ავიღეთ 100 კუბური სანტიმეტრი 3,5 %- იანი რძე, 20 კუბური სანტიმეტრი გამოხდილი ძმარი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (სასმელი სოდა). ქიმიურ ჭიქაში თავდაპირველად ერთმანეთს შევურიეთ რძე და ძმარი მითითებული რაოდენობით და გავაცხელეთ ელექტროქურაზე მორევის პირობებში კოშტების წარმოქმნამდე. მათი წარმოქმნის შემდეგ შევწყვიტეთ გათბობა, მაგრამ კოშტების წარმოქმნის შეწყვეტამდე ვურევდით მიღებულ მასას, დავაყოვნეთ ცოტახნით, რათა კოშტები დალექილიყო, შემდეგ გადავწურეთ და დარჩენილი მასა გავფილტრეთ. მყარი ნაწილი ჩავყარეთ კოლბაში შევურიეთ 15 კუბური სანტიმეტრი წყალი და ჰიდროკარბონატი, მანამ სანამ არ მივიღეთ ნეიტრალური არე. მიღებული წებოს სიმტკიცე ფიზიკის მასწავლებლის დახმარებით შევამოწმეთ ბიოლოგიის მასწავლებელმა კი ცილა კაზეინზე გაგვაცნო ინფორმაცია.

ნანახია 206-ჯერ